პროექტის მთავარი იდეა: მონაცემების შეგროვება, კლასიფიკაცია, წრიული დიაგრამით წარმოდგენა. გეომეტრიული ობიექტების, თვისებების გამოყენება, რიცხვების ჩაწერის ხერხები (პროცენტი, წილადი).
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიწაფებიან მონაცემთა შეგროვებასა და მათ კლასიფიკაციაში. განივითარებენ შეფარდებისა და პროპორციის გამოყენების უნარ ჩვევებს ამოცანების ამოსახსნელად. დაეუფლებიან მონაცემთა წარმოდგენას წრიული დიაგრამის სახით.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებიდაეუფლონ: ა)მონაცემთა წარმოდგენას წრიული დიაგრამის საშუალებით. ბ) მონაცემთა შეგროვებასა და კლასიფიკაციას. გ) თვალსაჩინო წარმოდგენასა და ჩაწერის ხერხებს. დ) პრეზენტაციის შექმნა ისტ-ის გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი: 15
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ცხრილები (სადაც წარმოდგენილია დანახარჯები) და შესაბამისი წრიული დიაგრამები.შედეგის პრეზენტაცია ისტის გამოყენებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდი, ტრანსპორტირი,სახაზავი ,ფარგალი, ფანქარი, საწერ- კალამი .
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დისკუსია, პრეზენტაცია, გონებრივი იერიში.
ეროვნულ სასეწავლო გეგმასთან კავშირი: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაყვალა ბოლქვაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maboli2011@gmail.com
No comments:
Post a Comment